Thursday, April 30, 2015

9 დღის რეფლექსია

დღეს გამოვაქვეყნეთ პორთფოლიო
მოვისმინეთ ყველა პრეზენტაცია
შევაფასეთ წარმოდგენილი თემები
ძალიან ნაყოფიერი იყო შემაჯამებელი გაკვეთილი



ინტელის ტრენინგი იყო ძალიან ბევრი საჭირო ინფორმაციის მომცემი მასწავლებლისთვის.
ვისწავლეთ პროექტის შექმნისთვის საჭირო კომპიუტერული ოპერაციები.
როგორ მოვიძიოთ და სად მოვათავსოთ ინფორმაციები.
როგორ შევქმნათ ეფექტური პროექტი. რა  რესურსები არის საჭირო პროექტის შესაქმნელად. როგორ გამოვიყენოთ მოძიებული ვიდეობი და როგორ ჩავსვათ საჭირო ადგილზე.
შექმნილი პორთფოლიო დამეხმარა ნათლად წარმომედგინა ჩემი პროექტის თემა და როგორ განმეხორციელებია ჯგუფში.
ძალიან მომეწონა წარმოდგენილი პროექტი.
საკმაოდ კარგად და ნათლად ხდებოდა ტრენერის მიერ მოცემული საკითხების გადმოცემა.
მადლობა!

სასწავლო პროექტის პორთფოლიო

პორთფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Tuesday, April 28, 2015

8 დღის რეფლექსია

დღეს შევქმენით კითხვარი  პროექტისათვის.
დავწერეთ პროექტის მსვლელობა.
ვფიქრობ მოცემული გაკვეთილი იყო ნაყოფიერი პროექტის ნათლად გასააზრებლად.
მოცემული კითხვები დაეხმარება მოსწავლეებს უფრო კარგად დაინახონ ტექნოლოგიების როლი და მნიშვნელობა.
გაკვეთილი მიმდინარებდა სასიამოვნო გარემოში.

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

Thursday, April 23, 2015

მე-7 დღის რეფლექსია


მე ვფიქრობ,რომ დღევანდელი გაკვეთილი იყო მნიშვნელოვანი, რადგან ვისაუბრეთ სწავლების სხვადასხვა სტილზე, მრავალმხრივ ინტელექტზე.
მოვძებნეთ განმავითარებელი შეფასების ფორმები.
ვისწავლეთ თუ როგორ მოვიძიოთ იუთუბიზე პროექტთან დაკავშირებული საჭირო ვიდეოები.
როგორ გადმოვწეროთ მოძიებული ვიდეო  დექსტოპზე.
შემდეგ ვისწავლეთ, მოძიებული ვიდეო პირდაპირ როგორ დავდოთ ბლოგზე.
გამოვაქვეყნეთ მოცემული ინფორმაციები.
ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემიიყო მოცემული გაკვეთილი.

ვიდეო მასალა